შერმადინი მაკფადენის წინააღმდეგ - ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფემ“ „მურსიასთან“ ოვერტაიმში წააგო #1TVSPORT
შერმადინი მაკფადენის წინააღმდეგ - ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფემ“ „მურსიასთან“ ოვერტაიმში წააგო #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი შერმადინისა და თად მაკფადენის გუნდები. გიორგის „ტენერიფემ“ „მურსიას“ უმასპინძლა და დამატებით დროში 109:111 დამარცხდა.

შერმადინმა მოედანზე 31 წუთი გაატარა, 8 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მაკფადენმა 32 წუთში 21 ქულა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. „მურსიაში“ არ უთამაშია რატი ანდრონიკაშვილს.