რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ „კასადემონტ სარაგოსაში“ გააგრძელებს #1TVSPORT
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანურ „კასადემონტ სარაგოსაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, „კასადემონტ სარაგოსაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

22 წლის ანდრონიკაშვილი გასულ წელს ესპანურ „მურსიაში“ ირიცხებოდა, თუმცა სექტემბერში მან გუნდი დატოვა და საქართველოს ჩემპიონ თსუ-ს შეუერთდა. ახალ გუნდში მისი თანაგუნდელი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე თად მაკფადენი იქნება.

გასულ სეზონში ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში რატი ანდრონიკაშვილმა 11 შეხვედრა ჩაატარა, ის საშუალოდ 2.2 ქულას აგროვებდა.

ამჟამად „კასადემონტ სარაგოსა“ „ლიგა ენდესაში“ მე-11 ადგილზეა, გუნდს 7 გამარჯვება და 9 მარცხი აქვს.