გიორგი შერმადინის ისტორიული შედეგი - მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 5000-ს მიაღწია [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის ისტორიული შედეგი - მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 5000-ს მიაღწია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ეფექტურად. მისმა „ტენერიფემ“ კი შინ „ბრეოგანი“ 85:67 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო, მან 23 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მაღალი ჰქონდა (27). 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 ერთქულიანი გამოიყენა. სხვათა შორის, მარგი ქმედების კოებიციენტები რომ შევკრიბოთ, შერმადინმა სწორედ „ბრეოგანთან“ მიაღწია 5 ათასიან ნიშნულს.

„მურსია“ „მანრესასთან“ სტუმრად 83:93 დამარცხდა. მურსიელთა სორის 6 წუთი ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმა (1 ქულა), ხოლო მაკფადენმა 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა. თადმა 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 ერთქულიანი ჩააგდო.

„ტენერიფეს“ 28 ტურის შემდეგ 20 გამარჯვება აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო „მურსია“ 12 გამარჯვებით მეთორმეტეა.