რასელ ვესტბრუკმა „ჰიუსტონიდან“ წასვლა მოითხოვა
რასელ ვესტბრუკმა „ჰიუსტონიდან“ წასვლა მოითხოვა

რასელ ვესტბრუკს გუნდის შეცვლა სურს. 32 წლის გამთამაშებელი გუნდში თავისი როლით უკმაყოფილოა. შეგახსენებთ, რომ ვესტბრუკმაროკეტსთან“ ერთად 1 სეზონი გაატარა. ყოფილი MVP-ის თქმით, მას სურს ისეთი გუნდის მოძებნა, სადაც მისი როლი უფრო დომინანტური იქნება.

გუნდები, სადაც შესაძლოა 2020-21 წლების სეზონში რასელ ვესტბრუკი აღმოჩნდეს:

ნიუ-იორკ ნიქსი

„ნიუ-იორკი“ მიიღებს ვესტბრუკს.

„ჰიუსტონი“ მიიღებს ჯულიუს რენდლს, ელფრიდ პეიტონსა და ტაჯ გიბსონს.

„ნიუ-იორკს“ ძალიან სჭირდება გუნდში ვარსკვლავის დაშვება. გუნდი საკმაოდ მძიმე წლებს გადის და ვერაფრით იპოვა საკუთარი თამაში.

დეტროიტ პისტონსი

დეტროიტი“ მიიღებს ვესტბრუკს.

„ჰიუსტონი“ მიიღებს ბლეიკ გრიფინს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს ვარიანტი, შესაძლოა ორივე გუნდისთვის ხელსაყრელი გამოდგეს. ჰარდენისა და გრიფინის ტანდემი საინტერესო სანახავი იქნება. ვესტბრუკმა კი „დეტროიტის“ თამაშში შეიძლება სასარგებლო ცვლილებები შეიტანოს. ფაქტია, რომ გრიფინმა ანდრე დრამონდის შეცვლა სათანადოდ ვერ მოახერხა და გუნდი გარკვეულ ცვლილელებს საჭიროებს.

ნიუ ორლეან პელიკანსი

„ნიუ ორლეანი“ მიიღებს ვესტბრუკს.

ჰიუსტონი მიიღებს ჯრუ ჰოლიდეისა და დარიუს მილერს.

ვესტბრუკის ხილვა „ნიუ ორლეანის” ახალგაზრდა პერსპექტიულ კოლექტივში საინტერესო იქნება. მისმა გამოცდილებამ გუნდზე შესაძლოა დადებითად იმოქმედოს. ჯრუ ჰოლიდეისა და დარიუს მილერის გუნდში დაშვებით კი „ჰიუსტონმა” შეიძლება იფიქროს, რომ სარფიან შეთანხმებას მიაღწია.