„იუტა ჯაზის“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, – წერს ESPN-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი.
34 წლის კალათბურთელი „იუტაში“ „ლეიკერსიდან“ გადავიდა სამგუნდიანი ტრეიდის შედეგად. ამის შემდეგ „ჯაზმა“ გამოისყიდა უესტბრუკის კონტრაქტი და მცველი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა. ახლა რასელი „კლიპერსთან“ კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
მიმდინარე სეზონში უესტბრუკმა „ლეიკერსის“ რიგებში 52 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15.9 ქულა, 6.2 მოხსნა და 7.5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.