რასელ უესტბრუკი „დენვერში“ ითამაშებს #1TVSPORT
რასელ უესტბრუკი „დენვერში“ ითამაშებს #1TVSPORT

NBA-ის კლუბებმა „კლიპერსმა“ და „იუტამ“ გაცვლა განახორციელეს, რომლის მიხედვითაც „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 9-გზის მონაწილე რასელ უესტბრუკი „ჯაზის“ რიგებში გადავიდა, – იტყობინება ESPN.

აღნიშნავენ, რომ ამ გაცვლის შემდეგ უესტბრუკი გამოისყიდის თავის კონტრაქტს და შეუერთდება „დენვერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.

35 წლის უესტბრუკი „კლიპერსში“ 2022-23 წლების სეზონის ბოლოს გადავიდა.