ნბა დაბრუნდა - „მილუოკი“ და „ლეიკერსი“ მეორე ეტაპზე გავიდნენ
ნბა დაბრუნდა - „მილუოკი“ და „ლეიკერსი“ მეორე ეტაპზე გავიდნენ

რასიზმის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი ბოიკოტის შემდეგ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდები მოედანს დაუბრუნდნენ. პლეი ოფის პირველი რაუნდის სამ წყვილში გაიმართა სერიების მეხუთე მატჩები და ორი გუნდი გავიდა მეორე ეტაპზე.

„მილუოკიმ“ 118:104 გაანადგურა „ორლანდო“ და 4:1 გამარჯვა სერიაში. იანის ანტენტოკუნმპომ მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 28 ქულა და 17 მოხსნა. ბერძენმა სერია ასეთი სტატისტიკით დაასრულა – 30.6 ქულა, 16.0 მოხსნა და 6.0 შედეგიანი გადაცემა. ის გახდა მხოლოდ მეორე კალათბურთელი ისტორიაში, ვისაც პლეი ოფის ერთ სერიაში მინიმუმ 30 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. ასეთი რამ 60-იან წლებში სამჯერ აქვს გაკეთებული ელჯინ ბეილორს.

ასე რომ, აღმოსავლეთის მეორე რაუნდში მონაწილე ყველა გუნდია ცნობილი: „მილუოკი“ კონფერენციის ფინალში გასასვლელად „მაიამის“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში „ბოსტონი“ და „ტორონტო“ შეხვდებიან ერთმანეთს.

დასავლეთში კი შემდეგ ეტაპზე გასული ჯერ მხოლოდ ერთი გუნდია ცნობილი – „ლეიკერსმა“ 4:1 მოუგო სერია „პორტლენდს“. მეხუთე მატჩში არ უთამაშია „ბლეიზერსის“ ლიდერს დემიენ ლილარდს, თუმცა, ამას „ლეიკერსისთვის“ საქმე არ გაუადვილებია – პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო (68:68). მესამე მეოთხედი დასავლეთის ჩემპიონმა რვა ქულით მოიგო, მაგრამ მეოთხე მეოთხედი „პორტლენდმა“ 8:0 გაქცევით დაიწყო და ისევ გაათანაბრა ანგარიში – 100:100. მორიგი თანაფარდობა 109:109-ზე იყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვა „ლეიკერსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა – 20:5 გაქცევას „ბლეიზერსმა“ უკვე ვეღარ უპასუხა.

ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი იყო, რომელმაც თავისი 43 ქულიდან 31 მეორე ტაიმში დააგროვა. ლებრონ ჯეიმსმა კი სამმაგი დუბლი შეასრულა – 36 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი. აღსანიშნავია, რომ ლებრონი კარიერაში კვლავაც დაუმარცხებელია პლეი ოფის პირველი რაუნდის სერიებში – 14 მონაწილეობა და 14 მოგება.

„ლეიკერსი“ მეორე რაუნდში „ჰიუსტონისა“ და „ოკლაჰომას“ წყვილში მოგებულს უნდა შეხვდეს. ამ სერიაში „ჰიუსტონი“ გავიდა წინ, რომელსაც რასელ უესტბრუკი დაუბრუნდა. მცველმა ამ პლეი ოფში პირველად ითამაშა და 13-დან მხოლოდ სამი ტყორცნა მოათავსა კალათში. თუმცა, უესტბრუკისთვის ეს შეხვედრა მაინც პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს, რადგან ბოლო ოთხ წელიწადში პირველად, მან მატჩში შეცდომა არ დაუშვა. მანამდე ზედიზედ 338 თამაშში უესტბრუკს მინიმუმ ერთი დაკარგვა მაინც ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის კიდევ ორ სერიაშია ანგარიში 3:2: „იუტა“ ამარცხებს „დენვერს“, ხოლო „კლიპერსი“ – „დალასს“

 

აღმოსავლეთი

მილუოკი-ორლანდო 118:104 (26:21, 41:29, 23:29, 28:25)

: ი. ანტენტოკუნმპო (28+17 მოხსნა), მიდლტონი (21+10 მოხსნა+7 პასი), ბ. ლოპესი (16+7 მოხსნა), ბლედსოუ (10+8 პასი), მეტიუზი (3) – სასტარტო; მარვ. უილიამსი (12+7 მოხსნა), ჰილი (11), კორვერი (5), დივინჩენცო (4), კონაუტონი (4), ილიასოვა (4).

: ვუჩევიჩი (22+15 მოხსნა), ფურნიე (18), ფულცი (14), ენისი (9), კლარკი (1) – სასტარტო; ოგასტინი (15), როსი (13), აივანდუ (8), ბერჩი (4).

სერია: 4-1

 

დასავლეთი

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 114:80 (24:14, 24:31, 37:18, 29:17)

: ჰარდენი (31), კოვინგტონი (22+7 მოხსნა), გორდონი (20), უესტბრუკი (7+7 პასი), ტაკერი (5) – სასტარტო; გრინი (9+10 მოხსნა), ჰაუსი (7+8 მოხსნა), რივერსი (5), მაკლემორი (3), ფრეიზერი (3), კეროლი (2), კლემონსი (0), ჩენდლერი (0).

: პოლი (16), ადამსი (12+14 მოხსნა), დორტი (6), გილჯეს-ალექსანდერი (4), გალინარი (1) – სასტარტო; შრიოდერი (19), ბეიზლი (10+12 მოხსნა), დიალო (6), ნადერი (4), ნოელი (2+9 მოხსნა), ფერგიუსონი (0), მუსკალა (0).

სერია: 3-2

 

ლეიკერსი-პორტლენდი 131:122 (35:31, 33:37, 32:24, 31:30)

: დევისი (43+9 მოხსნა), ჯეიმსი (36+10 მოხსნა+10 პასი), კოლდუელ-პოუპი (14), გრინი (5), მაკგი (2) – სასტარტო; ჰოვარდი (11), კუზმა (8), კარუზო (7), მარკიფ მორისი (5), კუკი (0), სმიტი (0), დადლი (0).

: მაკოლუმი (36+7 პასი), ენტონი (27+7 მოხსნა), ტრენტი (16), ნურკიჩი (16+10 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), უაიტსაიდი (2+7 მოხსნა) – სასტარტო; საიმონსი (13), ჰორდი (6), ჰეზონია (4), ადმსი (2).

სერია: 4-1

დატოვე კომენტარი