რანგნიკს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოგბას, მარსიალისა და კავანის გაშვება სურს #1TVSPORT
რანგნიკს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოგბას, მარსიალისა და კავანის გაშვება სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს კლუბიდან სამი ფეხბურთელის გაშვება სურს.

როგორ გაზეთი Daily Mail იტყობინება, რანგნიკს მიაჩნია, რომ პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი და ედინსონ კავანი აფუჭებენ ატმოსფეროს გასახდელში, ამიტომაც გუნდმა ისინი პირველ რიგში უნდა მოიშოროს.

პოგბასა და კავანის კონტრაქტები 2022 წლის ზაფხულში იწურება, მარსიალი კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, მაგრამ ფრანგს თავად სურს კლუბის დატოვება, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.