რაიან გიგზი უელსის ნაკრებს მარტის მატჩებზე ვერ უხელმძღვანელებს #1TVSPORT
რაიან გიგზი უელსის ნაკრებს მარტის მატჩებზე ვერ უხელმძღვანელებს #1TVSPORT

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი ვერ უხელმძღვანელებს თავის გუნდს მარტის ბოლოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. მიზეზი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ეჭვმიტანილია თავის შეყვარებულზე ფიზიკურ ძალადობაში.

გიგზი ამ საქმეზე 2020 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს, მაგრამ შემდეგ თავდებში გაანთავისუფლეს.

„გიგზმა და უელსის საფეხბურთო ასოციაციამ მოილაპარაკეს, რომ სპეციალისტი არ უხელმძღვანელებს გუნდს საწვრთნელი პროცესებისა და მატჩების დროს“, – წერია ასოციაციის განცხადებაში.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს რობერტ პეიჯი შეასრულებს.

უელსის ნაკრებს 24 და 30 მარტს საკვალიფიკაციო მატჩები ელოდება ბელგიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ, ასევე 27 მარტს ჩანიშნულია ამხანაგური შეხვედრა მექსიკის ნაკრებთან.