რაიან გიგზი ევრო 2020-ს გამოტოვებს – ის ორ ქალზე თავდასხმაშია ბრალდებული #1TVSPORT

21:42, 23.04.2021

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი რაიან გიგზი ორი ქალის წინააღმდეგ თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს.

ინციდენტი გასული წლის 1 ნოემბერს მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გიგზი დააპატიმრა და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.

უელსის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სასამართლო გარჩევის გამო, რაიან გიგზი გამოტოვებს ევრო 2020-ს. მის ნაცვლად, უელსის ნაკრებს რობერტ პეიჯი უხელმძღვანელებს.

ჯგუფურ ეტაპზე უელსის მეტოქეები არიან – იტალია, თურქეთი და შვეიცარია.

მსგავსი