ევრო 2020 | უელსის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020 | უელსის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT

უელსი ერთადერთხელ იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, როცა 2016 წელს, საფრანგეთში სენსაციურად გავიდა ნახევარფინალში.

გარეტ ბეილი იმ გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ დიდი როლი კრის კოულმენის გუნდის წარმატებაში გულშემატკივრებმა შეიტანეს.

ტურნირის შემდეგ, მათ უეფა-სგან სპეციალური პრიზი დაიმსახურეს.

უელსის ნაკრებმა მისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე თამასა ძალიან მაღლა ასწია. თუმცა ნახევარფინალამდე ჯგუფური ეტაპია, სადაც უელსელებს რთული ბრძოლები ელით.

მწვრთნელი

რაიან გიგზი

მან მთელი თავისი სათამაშო კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და სარეკორდო რაოდენობის მატჩი ჩაატარა – 963. 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა 1999 და 2008 წლებში.

1991-2007 წლებში უელსის ნაკრებში 64 მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდს 2018 წლის იანვრიდან წვრთნის და ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

კითხვის მისი წასვლა ევრო 2020-ზე ნიშნის ქვეშ არის, რადგან სკანდალში გაეხვა და დროებით ჩამოშორებულია ნაკრებს. კერძოდ, გიგზი ეჭვმიტანილია შეყვარებულზე ფიზიკურ ძალადობაში.

 

საკვანძო ფეხბურთელი

გარეტ ბეილი

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში 31 წელი უსრულდება და ბოლო პერიოდში სათამაშო დროის მხრივ პრობლემები ჰქონდა „რეალსა“ და „ტოტენჰემში“, ბეილი კვლავ რჩება უელსის ნაკრების ლიდერად.

ის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან უდიდესი როლი ითამაშა უელსის წარმატებაში და 2006 წლიდან მოყოლებული, ყველა მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა.

 

აარონ რემზი

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი, ალბათ, ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია უელსის ნაკრებში.

მან კვალიფიკაციის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მისმა ორმა გოლმა გუნდს ევროს საგზური მოუტანა.

 

ვის დავაკვირდეთ

იტან ამპადუ

სულ რაღაც 20 წლის ასაკში, ამპადუს მრავალმხრივობამ დაცვასა და ნახევარდაცვაში ის ნაკრების უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად აქცია. შესანიშნავად ფლობს ბურთს, იწყებს შეტევებს სიღრმიდან და უბურთოდაც ძალიან სასარგებლო და საიმედოა.

 

იცოდით?

  • უელსის საფეხბურთო ასოციაცია 1876 წელს დაარსდა. ის მესამე უძველესი საფეხბურთო ასოციაციაა მსოფლიოში ინგლისისა (1863) და შოტლანდიის (1873) შემდეგ.
  • ევრო 2016-ზე ჩემპიონმა პორტუგალიამ ერთადერთი მატჩი მოიგო 90 წუთში – ეს იყო ნახევრაფინალი უელსთან.
  • რემზიმ გამოტოვა პორტუგალიასთან ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა ბელგიელ ედენ აზართან ერთად – ოთხი შედეგიანი პასი.

 

განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატებზე

  • ევრო 2016-მდე უელსს მხოლოდ ერთ დიდ ტურნირში თამაშის გამოცდილება ჰქონდა – 1958 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე. შესაბამისად, ქვეყანა დიდი ინტერესით ელოდა სასტარტო შეხვედრას ბორდოში სლოვაკეთის წინააღმდეგ, რომელიც ბრიტანელებმა 2:1 მოიგეს.

  • ევრო 2016-ზე უელსი აგებდა მეოთხედფინალს ბელგიის წინააღმდეგ, მაგრამ შესვენებამდე ეშლი უილიამსმა უპასუხა რაჯა ნაინგოლანის გოლს, მეორე ტაიმში კი რობსონ-კანუმ და ვოუქსმა უზრუნველყვეს უელსის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება.