რაიან გიგზი ევრო 2020-ს გამოტოვებს - ის ორ ქალზე თავდასხმაშია ბრალდებული #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი რაიან გიგზი ორი ქალის წინააღმდეგ თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს.
ინციდენტი გასული წლის 1 ნოემბერს მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გიგზი დააპატიმრა და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება.
უელსის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სასამართლო გარჩევის გამო, რაიან გიგზი გამოტოვებს ევრო 2020-ს. მის ნაცვლად, უელსის ნაკრებს რობერტ პეიჯი უხელმძღვანელებს.
ჯგუფურ ეტაპზე უელსის მეტოქეები არიან – იტალია, თურქეთი და შვეიცარია.