კრიშტიანო რონალდო კარიერაში ტიტულების რაოდენობით ჩავის დაეწია და მეცხრე ადგილს იყოფს
კრიშტიანო რონალდო კარიერაში ტიტულების რაოდენობით ჩავის დაეწია და მეცხრე ადგილს იყოფს

20 იანვარს, ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასის ფინალში 2:0 დაამარცხა „ნაპოლი“. ამ მატჩის შემდეგ, ტურინელთა ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს კარიერაში 760 გოლი დაუგროვდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა კარიერაში 32-ე ტიტული მოიგო.

კრიშტიანოს ერთი ტიტული აქვს მოგებული „სპორტინგში“, 10 – „მანჩესტერ იუნაიტედში“, 16 – „რეალში“, 4 – „იუვენტუსში“ და 2 – პორტუგალიის ნაკრებში.

კარიერაში ტიტულების რაოდენობით პორტუგალიელი გაუთანაბრდა „ბარსელონას“ ლეგენდას ჩავის – ისინი ყველა დროის რეიტინგში მეცხრე ადგილს იყოფენ.

ამ დუეტში მაღლა არიან:

  1. დანი ალვეში – 42
  2. ანდრეს ინიესტა – 37
  3. მაქსველი – 37
  4. ლიონელ მესი – 36
  5. რაიან გიგზი – 36
  6. კენი დალგლიში – 35
  7. ჟერარ პიკე – 34

8. ვიტორ ბაია – 34