კრიშტიანო რონალდო კარიერაში ტიტულების რაოდენობით ჩავის დაეწია და მეცხრე ადგილს იყოფს
20 იანვარს, ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასის ფინალში 2:0 დაამარცხა „ნაპოლი“. ამ მატჩის შემდეგ, ტურინელთა ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს კარიერაში 760 გოლი დაუგროვდა და ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა კარიერაში 32-ე ტიტული მოიგო.
კრიშტიანოს ერთი ტიტული აქვს მოგებული „სპორტინგში“, 10 – „მანჩესტერ იუნაიტედში“, 16 – „რეალში“, 4 – „იუვენტუსში“ და 2 – პორტუგალიის ნაკრებში.
კარიერაში ტიტულების რაოდენობით პორტუგალიელი გაუთანაბრდა „ბარსელონას“ ლეგენდას ჩავის – ისინი ყველა დროის რეიტინგში მეცხრე ადგილს იყოფენ.
ამ დუეტში მაღლა არიან:
- დანი ალვეში – 42
- ანდრეს ინიესტა – 37
- მაქსველი – 37
- ლიონელ მესი – 36
- რაიან გიგზი – 36
- კენი დალგლიში – 35
- ჟერარ პიკე – 34
8. ვიტორ ბაია – 34