რაიან გიგზი უელსის ნაკრებს სამი მატჩით ჩამოაშორეს

21:55, 03.11.2020

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი არ შეასრულებს თავის მოვალეობებს ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს. ამის შესახებ დაწერა უელსის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა. აღნიშნავენ, რომ ეს არის მწვრთნელისა და ასოციაციის ერთობლივი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი თავის შეყვარებულზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს. მოგვიანებით, 46 წლის სპეციალისტი გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

ასე რომ, გიგზი არ უხელმძღვანელებს უელსის ნაკრებს აშშ-თან (12 ნოემბერი), ირლანდიასთან (15 ნოემბერი) და ფინეთთან (18 ნოემბერი) მატჩებში. მას შეცვლის მისი ასისტენტი რობერტ პეიჯი.

მსგავსი