უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი დაპატიმრებულია
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი დაპატიმრებულია

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი რაიან გიგზი, რომელიც, ამჟამად, უელსის ნაკრებს უდგას სათავეში, თავის შეყვარებულზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა”.

გამოცემის ინფორმაციით, გიგზის გერლფრენდმა კეიტ გრევილმა თავად გამოიძახა პოლიცია, რომელმაც დააკავა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პირველი სკანდალი არ არის, რომელშიც გიგზი ეხვევა. 2018 წელს გახდა ცნობილი, რომ უელსელი ცოლს ღალატობდა საკუთარი ძმის ცოლთან და სხვა ქალებთან.

გიგზს მთელი კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში” აქვს გატარებული – 1990 წლიდან 2014 წლამდე. ამ გუნდის რიგებში ის 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.