რაგბის მსოფლიო თასი | ახალმა ზელანდიამ იტალიას დიდი ანგარიშით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასზე, A ჯგუფში ახალი ზელანდიის ნაკრები იტალიას შეხვდა და 96:17 მოუგო.

ზელანდიელებმა იტალიელებს რაგბის გაკვეთილი ჩაუტარეს, მათი თითქმის ყველა შეტევა ლელოთი დასრულდა, უკვე მე-20 წუთისთვის ბონუსქულა მოიპოვეს (ოთხი ლელოს დადებისთვის), ჯამში კი 14 ლელო დადეს და საბოლოოდ 96:17 გაიმარჯვეს.

ამ მოგებით ზელანდიელებმა 10 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, რაც მეოთხედფინალში თამაშის შესაძლებლობას იძლევა.

30 სექტემბერს მსოფლიო თასზე თავის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება. მანამდე, 17:00 საათზე არგენტინა ჩილეს შეხვდება, დღის ბოლო შეხვედრაში კი შოტლანდია რუმინეთს ეთამაშება. სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


ახალი ზელანდია – იტალია 96:17


ლელო: ჯორდანი (2), სმიტი (3), ტელეა, სავეა (2), რეტალიკი, პაპალი, კოულსი (2), მაკენზი, ბრაუნი – კაპუცო, იოანე.

გარდასახვა: მოუნგა (9), მაკენზი (4) – ალანი, გარისი.

ჯარიმა:  – ალანი.