„რაგბის მოთამაშეთა ასოციაციამ“ დენი სიპრიანი საუკეთესოდ აღიარა
„რაგბის მოთამაშეთა ასოციაციამ“ დენი სიპრიანი საუკეთესოდ აღიარა

გლოსტერის“ მგეზავი დენი სიპრიანი „რაგბის მოთამაშეთა ასოციაციამ“ წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარა.

31 წლის მორაგბე კლუბში პირველ სეზონს ატარებს და „გლოსტერს“ „ფრემიერშიფის“ პლეიოფში გასასვლელად დაეხმარა. მიუხედავად ამისა, მას ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ივნისის შემდეგ არ უთამაშია.

2008 წელს სიპრიანი ამავე ასოციაციის ვერსიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეც გახდა. კრისტიან ვეიდისა და ჯონი ვილკინსონის შემდეგ, ის მესამეა, რომელიც ორივე ჯილდოს ფლობს.

სიპრიანის თანაგუნდელმა ოლი თორლიმ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის ტიტული დაიმსახურა.

მგეზავი „გლოსტერში“ „ვოსპზიდან“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. 2019 წლის აპრილში, კლუბის მწვრთნელმა ჯონა აკერმანმა განაცხადა, რომ სიპრიანი ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

2 აპრილს მან კლუბთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.