გრეგ ლეიდლოუ იაპონურ კლუბში გადავიდა
Scotland's Greig Laidlaw during Rugby Guinness 6 Nations Tournament, France vs Scotland in Stade de France, St-Denis, France, on February 23rd, 2019. France won 27-10 Photo by Henri Szwarc/ABACAPRESS.COM
შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გრეგ ლეიდლოუმ კონტრაქტი იაპონიის „ტოპ ლიგის“ კლუბ „შაინინგ არქს“-თან (NTT Shining Arcs) გააფორმა. შოტლანდიელი კლუბს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.
ლეიდლოუმ, რომელსაც ნაკრებში 76 მატჩი აქვს ჩატარებული, 2017 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაშიც ითამაშა. გამოცდილმა ცხრა ნომერმა სანაკრებო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა.
მასთან ერთად კლუბმა ავსტრალიელი მღლეტელი ლიამ გილი და ახალ ზელანდიელი კვაჭი ანარუ რანგი დაიმატა.
„შარშან მსოფლიო თასზე გავიცანი იაპონია და შევხვდი შესანიშნავ გულშემატკივრებს. ყოველთვის, როდესაც იაპონიაში ჩავდიოდი, მაოცებდა მათი მასპინძლობა,“ – განაცხადა ლეიდლოუმ.
34 წლის გრეგ ლეიდლოუმ საკლუბო კარიერა „ედინბურგ“-ში, „გლოსტერ“-ში და „კლერმონ“-ში გაატარა. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ იაპონიის „ტოპ ლიგის“ გუნდ „სანტორი სანგოლიათს“-მა ახალ ზელანდიელი სუპერვარსკვლავი ბოდენ ბარეტი შეიძინა.