გიორგი კვესელაძემ ძირითად შემადგენლობაში პირველად დაიწყო - „გლოსტერმა“ „ნორსჰემპტონი“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

ინგლისის „პრემიერშიპის“ მე-18 ტურში „ნორსჰემპტონ სეინტზმა“ გიორგი კვესელაძის „გლოსტერს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (7:31).

ქართველმა შუამარბმა ინგლისური კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და მოედანზე 80 წუთი გაატარა. კვესელაძემ ამ დროში 10 ბოჭვა შეასრულა, შეტევაში კი ბურთი მხოლოდ სამჯერ მიიღო და გუნდს რვა მეტრი მოუტანა. რამდენიმე ეპიზოდში გიორგიმ გუნდი აშკარა ლელოს გადაარჩინა.

„გლოსტერი“ წლევანდელ გათამაშებაში უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ სეზონის მიწურულს სათამაშო ფორმა აღიდგინა და გასავარდნ ზონას დაშორდა. გუნდს 18 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.