რაგბი - ექვსი ერის ჩემპიონატის წინ შოტლანდიის ნაკრებმა სერიოზული დანაკლისი განიცადა
შოტლანდიელმა მორაგბე ფინ რასელმა შესაძლოა წლევანდელი ექვსი ერის მთელი ჩემპიონატი გამოტოვოს, რისი მიზეზიც ტრავმა გახდა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ინფორმაციით, ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმაა შოტლანდიის ნაკრებისთვის, რომელსაც ცნობილი მგეზავის შეცვლა ძალიან გაუჭირდება.
„რასინგის“ პლეიმეიკერმა ეროვნული გუნდის შეკრება უკვე დატოვა, თუმცა ოფიციალურად მისი ტრავმის სერიოზულობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
27 წლის რასელს შოტლანდიის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისური 46-ჯერ მოირგო.
ექვსი ერის წლევანდელი ჩემპიონატის პირველი ტური 1-2 თებერვალს გაიმართება.
შოტლანდია სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება, უელსი იტალიას უმასპინძლებს, ინგლისი კი საფრანგეთში გაემგზავრება.