ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვსი ერის ტურნირზე იმსაჯებს #1TVSPORT
ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვსი ერის ტურნირზე იმსაჯებს #1TVSPORT

20-წლამდელთა ექვსი ერის ტურნირი 19 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. კოვიდპანდემიის რისკების გათვალისწინებით, ტურნირი მხოლოდ ერთ არენაზე, „არმს პარკზე“ ჩატარდება, რომელიც უელსის დედაქალაქ კარდიფში მდებარეობს.

rugby.ge-ის ინფორმაციით, პრესტიჟულ ტურნირზე ნიკა ამაშუკელი ორ შეხვედრას იმსაჯებს –  პირველი ტურის მატჩს უელსსა და იტალიას შორის, 25 ივნისს კი ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას.

ნიკა ამაშუკელი: „მიხარია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირზე კიდევ დამიძახეს და მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ორ თამაშზე დამნიშნეს. ეს ადასტურებს, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება“.

ნიკა ამაშუკელს აქამდე ჩემპიონთა თასის, ჩელენჯ ქაფის და 2019 წლის U20 ექვსი ერის მატჩებზეც უმსაჯია.