„გარდიანმა“ ივლისის ტესტ-მატჩების საუკეთესო მორაგბეთა ექვსეულში ნინიაშვილი დაასახელა #1TVSPORT
„გარდიანმა“ ივლისის ტესტ-მატჩების საუკეთესო მორაგბეთა ექვსეულში ნინიაშვილი დაასახელა #1TVSPORT

ივლისში მსოფლიოს წამყვანმა სარაგბო ნაკრებებმა არაერთი საინტერესო მატჩი ჩაატარეს და ერთ-ერთი უდავოდ იყო იტალიასთან მოგებული ისტორიული შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა პირველად დაამარცხეს (28:19) პრინციპულ მეტოქე და ტიერ ერთის წარმომადგენელი, იტალიის ეროვნული გუნდი.

„გარდიანმა“ ივლისის ტესტ-მატჩები შეაჯამა და საუკეთესო ექვსი მორაგბე გამოარჩია, ერთ-ერთი მათგანი კი დავით ნინიაშვილია, რაც ქართული რაგბის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

„საქართველოში ყოველთვის ემახსოვრებათ დღე, როდესაც ტიერ ერთის ქვეყანის  ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხეს. ეს გადამწყვეტი მომენტი ბათუმში, 10 ივლისს დადგა. ძალიან ახალგაზრდა და უნივერსალური მოთამაშე დავით ნინიაშვილი მატჩის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ის ფრანგულ „ლიონში“ თამაშობს და როგორც ჩანს,  მომვალში კიდევ არაერთ პრობლემას შეუქმნის მეტოქეებს“, – წერს „გარდიანი“.

საუკეთესო ექვსეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ირლანდიას ჰყავს, რომელმაც ივლისში ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხება მოახერხა – ბირნი (ირლანდია), ო.მეონი (ირლანდია), სტიუარდი (ინგლისი), ტომი რეფელი (უელსი), ნინიაშვილი (საქართველოს), ფერნანდესი (ჩილე).