რაფინიამ „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
რაფინიამ „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ლიდსის“ გარემარბი რაფინია დათანხმდა „ბარსელონასთან“ პირადი კონტრაქტის პირობებს, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა Sport.

25 წლის ბრაზილიელი აპირებს ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს კატალონურ კლუბთან. აღნიშნავენ, რომ რაფინია ყველა სხვა გუნდის წინადადებას უარყოფს და ყველაფერს გააკეთებს რაც მასზეა დამოკიდებული, რათა 2022 წელს „ბარსელონაში“ გადავიდეს.

ადრე „ლიდსმა“ უარი თქვა რაფინიას „ბარსელონაში“ გაყიდვაზე 35 მილიონ ევროდ. ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული.