თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრებაზე შვიდი ქვეყნის 500-ზე მეტი კარატისტი ასპარეზობს. ტურნირს საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე, ირაკლი დოლაბერიძე და ძიუდოისტი, ეთერ ლიპარტელიანი დაესწრნენ. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლიპარტელიანი ფედერაციის პირველი საპატიო წევრი გახდა. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გუნდური ბრინჯაოსა და მსოფლიოს პირველობის საგზურის აღსანიშნავად, სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
ტურნირზე ნაჩვენები შედეგებით დაკომპლექტდება საქართველოს ასაკობრივი ნაკრების გუნდები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. თბილისის ღია პირველობა 15 ნოემბერს დასრულდება.