კვირას, თბილისის დროით 15 საათზე, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიწყება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის წილისყრა. გთავაზობთ ამ პროცედურის თავისებურებებში გარკვევას.
ევრო-2020 12 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება: ლონდონი (ინგლისი), ბაქო (აზერბაიჯანი), მიუნხენი (გერმანია), რომი (იტალია), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუქარესტი (რუმინეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კოპენჰაგენი (დანია), დუბლინი (ირლანდია), გლაზგო (შოტლანდია).
ევროპის ყველა 55 ქვეყანას მოუწევს შესარჩევი მატჩების თამაში, მათ შორის, მასპინძელ ქვეყნებს.
წილისყრის შედეგად, გუნდები გადანაწილდებიან 10 ჯგუფში: ხუთი ხუთგუნდიანი (A-E) და ხუთი ექვსგუნდიანი (F-J). შესარჩევი ტურნირი 2019 წლის 21 მარტიდან 19 ნოემბრამდე გაიმართება (10 ტური).
I ტური. 21-23 მარტი
II ტური. 24-26 მარტი
III ტური. 7-8 ივნისი
IV ტური. 10-11 ივნისი
V ტური. 5-7 სექტემბერი
VI ტური. 8-10 სექტემბერი
VII ტური. 10-12 ოქტომბერი
VIII ტური. 13-15 ოქტომბერი
IX ტური. 14-16 ნოემბერი
X ტური. 17-19 ნოემბერი
* * *
როგორც ცნობილია, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შესაძლებელია შესარჩევი ტურნირიდან ან ერთა ლიგიდან. ფინალურ ტურნირზე მოხვდება 20 გუნდი, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ ტურნირს: ორი-ორი გუნდი თითო ჯგუფიდან – გამარჯვებული და მეორეადგილოსანი. გარდა ამისა, კიდევ ოთხ საგზურს უეფა ანაწილებს 2018-20 წლების ერთა ლიგიდან.
* * *
წილისყრის წინ, 55 ნაკრები განთესილია ერთა ლიგაში მათი შედეგების შესაბამისად. შვიდი კალათის შემადგენლობა უეფამ 21 ნოემბერს დაადასტურა.
ერთა ლიგის კალათა
შვეიცარია
პორტუგალია
ჰოლანდია
ინგლისი
I კალათა
ბელგია
საფრანგეთი
ესპანეთი
იტალია
ხორვატია
პოლონეთი
II კალათა
გერმანია
ისლანდია
ბოსნია
უკრაინა
დანია
შვედეთი
რუსეთი
ავსტრია
უელსი
ჩეხეთი
III კალათა
სლოვაკეთი
თურქეთი
ირლანდია
ჩრ. ირლანდია
შოტლანდია
ნორვეგია
სერბეთი
ფინეთი
ბულგარეთი
ისრაელი
IV კალათა
საქართველო
უნგრეთი
რუმინეთი
საბერძნეთი
ალბანეთი
მონტენეგრო
კვიპროსი
ესტონეთი
სლოვენია
ლიტვა
V კალათა
მაკედონია
კოსოვო
ბელარუსი
ლუქსემბურგი
სომხეთი
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
მოლდოვა
გიბრალტარი
ფარერები
VI კალათა
ლატვია
ლიხტენშტაინი
ანდორა
მალტა
სან მარინო
ერთა ლიგის კალათში მოთავსებულნი არიან “ოთხთა ფინალის” მონაწილეები – A ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები. ისინი აღმოჩნდებიან A-D შესარჩევ ჯგუფებში, რათა თითოეულისთვის გამონთავისუფლდეს სათამაშო დღეები 2019 წლის ივნისში, როცა პორტუგალიაში გაიმართება მინი-ტურნირი მათი მონაწილეობით და გაირკვევა ერთა ლიგის 2018-20 წლების გათამაშების ჩემპიონი.
პირველ კალათში მოხვდა A ლიგის სხვა ექვსი მონაწილე. A ლიგიდან კიდევ ორი ნაკრები (ყველაზე უარესები 12-ს შორის) მეორე კალათში შეიყვანეს. ამავე პრინციპით (დაკავებული ადგილებისა და დაკავებული ქულების მიხედვით), სხვა დანარჩენმა ნაკრებებმა შეავსეს სხვა კალათები.
საქართველოს ნაკრები მოხვდა მეოთხე კალათში და არ შეხვდება შესარჩევ ტურნირში – უნგრეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ესტონეთს, სლოვენიასა და ლიტვას.
იმის მიხედვით, რომელ ჯგუფში (ხუთგუნდიანი ან ექვსგუნდიანი) მოვხვდებით, საქართველოს ნაკრებს მოუწევს რვა ან 10 შესარჩევი მატჩის ჩატარება.
* * *
შესარჩევი ჯგუფების ჩამოყალიბებისთვის, უეფამ რამდენიმე პირობა განსაზღვრა:
1. ერთ ჯგუფში არ შეიძლება იყოს ევრო 2020-ის სამი ან მეტი მასპინძელი ქვეყანა.
2. ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან გუნდები შემდეგი ქვეყნებიდან:
– სომხეთი და აზერბაიჯანი
– გიბრალტარი და ესპანეთი
– ბოსნია და კოსოვო
– სერბეთი და კოსოვო
– რუსეთი და უკრაინა
3. ერთ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს მაქსიმუმ ორი გუნდი “ზამთრის” ქვეყნებიდან – ბელარუსი, ესტონეთი, ფარერები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, რუსეთი, უკრაინა. კალენდარს შეადგენენ ისე, რომ ამ ქვეყნებში მარტში და ნოემბერში თამაშების მინიმალური რაოდენობა გაიმართოს.
4. ფარერებზე, ფინეთსა და ისლანდიაში არ ჩატარდება მატჩები მარტსა და ნოემბერში.
5. სატრანსპორტო ხარჯების მინიმალიზაციისთვის გადაწყდა, რომ:
– ყაზახეთთან ჯგუფში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ერთი ნაკრები ამ გუნდებიდან: ანდორა, ინგლისი, საფრანგეთი, ფარერები, გიბრალტარი, ისლანდია, მალტა, ჩრდილოეთ ირლანდია, პორტუგალია, ირლანდია, შოტლანდია, ესპანეთი ან უელსი.
– აზერბაიჯანთან ჯგუფში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ერთი ნაკრები ამ გუნდებიდან: გიბრალტარი, ისლანდია, მალტა ან პორტუგალია.
– ისლანდიასთან ჯგუფში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ერთი ნაკრები ამ გუნდებიდან: აზერბაიჯანი, კვიპროსი, საქართველო, ისრაელი ან ყაზახეთი
I არხი წილისყრას ხვალ, 2 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში, 15:00 საათზე შემოგთავაზებთ.