გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევი ეტაპის თამაშები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ასეთ მასშტაბურ ტურნირზე პირველად მონაწილეობდა, სამივე მატჩი წააგო.
ერთი თვეა, საქართველოს ნაკრებს ბრაზილიელი ბეტინიო არაუხო ავარჯიშებს, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ამის მიუხედავად, საქართველომ წარმატებას ვერ მიღწია.
„ჯვაროსნებმა“ უნგრეთთან დაძაბული შეხვედრა 4:5 წააგეს, მეორეში ინგლისმა უშანსოდ დაგვტოვა 0:8, ხოლო ბოლოს საქართველო დანიასთან კვლავ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 4:5.