ქეცბაიას გუნდმა განცხადება გაავრცელა - კულუარულ მოლაპარაკებებში არ ვმონაწლეობდით და ღირსება შევინარჩუნეთ
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვიპროსში ჩემპიონატის შეჩერება გააპროტესტა.
სეზონის შედეგების მიხედვით, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის ვიცე-ჩემპიონად გამოაცხადეს, მაგრამ „ანორთოსისის“ ხელმძრვანელობა ამას უსამართლობამ მიიჩნევს.
„ფამაგუსტას „ანორთოსისი“ თავიდანვე ჩემპიონატის დასრულებას ემხრობოდა. ამის უფლებას მთავრობა და არსებული მდგომარეობა გვაძლევდა. ამავე დროს, უეფა ხელს უწყობს ფეხბურთის დაბრუნებას. ამას მიაღწიეს მოწინავე ჩემპიონატების ფედერაციებმა, სადაც კორონანირუსით მიყენებული ჭრილობები გაცილებით მეტია, ვიდრე კვიპროსზე. მაგრამ იქ ფედერაციებმა გამოავლინეს სპორტის მსახურების სურვილი და არა მხოლოდ ფინანსური მოგებისადმი ინტერესი. სამწუხაროა, რომ კვიპროსში ფეხბურთი, სპორტის მეფე, სარბიელიდან იმ ადამიანებმა გააძევეს, რომლებიც მასზე უნდა ზრუნავდნენ. კულუარულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და საკუთარ ფასეულობებასა და პრინციპზე უარის თქმა ჩვენც შეეძლო. მაგრამ ეს „ანორთოსისი“ აღარ იქნებოდა! ჩვენ გამოწვევებს ვუპასუხეთ და ღირსება შევინარჩუნეთ. დაბოლოს, „ვულოცავთ“ ყველას, ვისაც კვიპროსის ფეხბურთს ვუწოდებთ. ვინც ერთ დღეს ხმა მიეცით ჩემპიონატის შეწყვეტას, ხოლო მეორე დღეს განაცხადეთ, რომ კვიპროსი ტურისტების მისაღებად უსაფრთხოა. „ანორთოსისმა“ უკვე დაიწყო შემდეგი საფეხბურთო სეზონის დაგეგმვა. ამავე დროს, ჩვენმა იურისტებმა დაიწყეს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლა, რათა მოვითხოვოთ ის, რაც წელს არაკონკურენტული ფორმით ჩამოგვართვეს“ – წერია კლუბის განცხადებაში.