ქეცბაია იმედგაცრუებულია - კვიპროსის ნაკრები სახლში ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქემ, კვიპროსის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ლარნაკაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული გუნდს უმასპინძლა და 2:0 დამარცხდა.
თემურ ქეცბაიამ გუნდი რთულ ვითარებაში რომ ჩაიბარა, მატჩისადმი მცირე ინტერესმაც დაადასტურა – „აეკ არენაზე“ მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელ ტრიბუნებთან ჩატარდა, იმის მიუხედავად, რომ თამაშზე დასწრება უფასო იყო.
ბულგარეთის ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ კირილ დესპოდოვი და სპას დელევი. 24-ე წუთზე ანგარიში დელევის პასით დესპოდოვმა გახსნა. მეორე გოლი კი მისი გადაცემით უკვე დელევმა 71-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები კვიპროსს 2023 წლის 17 ივნისს გასვლაზე შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს საქართველოში უმასპინძლებს.