კვიპროსული მედია - ქეცბაია წელიწადში 200 ათას ევროს იღებს, ფედერაციაში მის გაშვებაზე არ ფიქრობენ #1TVSPORT
კვიპროსული მედია - ქეცბაია წელიწადში 200 ათას ევროს იღებს, ფედერაციაში მის გაშვებაზე არ ფიქრობენ #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას წლიური კონტრაქტი კვიპროსის ნაკრებთან დაახლოებით 200 ათასი ევროა, მაგრამ ის ამ გუნდის ისტორიაში ყველზე ძვირადღირებული სპეციალისტ არ არის, – ინფორმაციას გამოცემა Philenews ავრცელებს, საიდანაც ისიც ირკვევა, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად, ქართველი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებენ.

„ქეცბაიას და ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელების ხელფასები

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების ტრაგიკული ბედით შეშფოთება აშკარაა. მწვრთნელზე ჯერ საუბარი არ არის. გაანგარიშება მოხდება ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებასთან ერთად. ძალისხმევა მიმართული იქნება იმაზე, რომ ჩვენს ნაკრებში გიბრალტართან თამაშებამდე მაქსიმალურად მშვიდი გარემო იყოს და ერთა ჩემპიონატის მესამე დივიზიონში დარჩეს.

თემურ ქეცბაიასაც აშკარად მძიმე პერიოდი აქვს, მაგრამ ფედერაციაში ცუდი შედეგების გამო პასუხისმგებლობის მასზე დაკისრებას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ქართველი მწვრთნელის კონტრაქტი ფედერაციასთან 2025 წლის ნოემბრამდეა, ანუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დასრულებამდე.

ხელშეკრულების ბოლომდე იმუშავებს თუ არა ქართველი მწვრთნელი, ამას დრო გვიჩვენებს. ქეცბაია წელიწადში დაახლოებით 200 000 ევროს იღებს, რაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ნაკრების მწვრთნელისთვის გადახდილი თანხის მაქსიმუმთან მიახლოებული ციფრია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი კი 2017 წლის ივლისში დანიშნული ბენ საიმონი იყო, რომლის წლიური ხელფასი დაახლოებით 250 000 ევრო გახლდათ და დღემდე კვიპროსის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის სტატუსს ინარჩუნებს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.