თემურ ქეცბაიას კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე - ალბათ კიდევ ბევრი წელი მოგვიწევს ერთი და იმავე ფეხბურთელის დაჯილდოება #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე - ალბათ კიდევ ბევრი წელი მოგვიწევს ერთი და იმავე ფეხბურთელის დაჯილდოება #1TVSPORT

გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვაზე გამარჯვებულის დასახელებას საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი თემურ ქეცბაია ესწრებოდა, რომელიც ამ ნომინაციის ორგზის გამარჯვებულია.

კვიპროსის ნარების ამჟამინდელმა დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას აღიარებას დამსახურებული უწოდა და „ჯვაროსნების“ ლიდერს წარმატება უსურვა.

„ხვიჩას საუკეთესო ფეხბურთელობა დამსახურებული აღიარებაა. მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ალბათ კიდევ ბევრი წელი მოგვიწევს ამ ღონისძიებაზე სიარული და ერთი და იმავე ფეხბურთელის დაჯილდოება.

რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ საქართველოში სხვა ფეხბურთელებიც გამოჩდნენ, რომლებიც ასეთ დონეზე ითამაშებენ, საქართველოს ასახელებენ და ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან, მაგრამ ახლა საუკეთესო ხვიჩაა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თემურ ქეცბაიამ.