თემურ ქეცბაია - ვინც ესპანეთთან შემტევ თამაშს გვთხოვს, იმას ფეხბურთი არ ესმის #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ვინც ესპანეთთან შემტევ თამაშს გვთხოვს, იმას ფეხბურთი არ ესმის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მეტოქემ, კვიპროსის ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ესპანეთთან შინ 1:3 წააგო და ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა.

კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა კვიპროსელთა მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, როგორც შედეგების, ასევე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. ქართველმა მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი დონის მეტოქესთან შემტევი ფეხბურთის თამაში დამღუპველი იქნებოდა.

„არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ჯგუფში სასწაულის მოხდენა შეგვეძლო. ახლა მთავარი გიბრალტართან ერთა ლიგის პლეი ოფის ორი თამაშია, ჩვენი მიზანი თავიდანვე ამ მატჩებისთვის მომზადება იყო. დარწმუნებული ვარ, ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის შექმნა შეგვიძლია.

ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ, მაგრამ არ ვიცი, არის კი მწვრთნელი, რომელსაც შეეძლო უკეთესი შედეგისთვის მიეღწია? ეს რეალობაა. არ მიყვარს მოტყუება და უსაფუძვლო დაპირებები, რომ ესპანეთს ხუთ გოლს გავუტანდით, ეს სხვა დონის ნაკრებია.

თქვენ სერიოზულად გგონიათ, რომ ესპანეთთან შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა? ამის მთქმელმა ფეხბურთი არ იცის, ამ საქმეში მათზე მეტი გამეგება და გამიკეთებია.

წარუმატებლობა ჩვენი ბრალია, მაგრამ როცა კვიპროსის ნაკრებისგან ასეთ ჯგუფში შედეგს ითხოვ, ფეხბურთი არ გესმის. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი ადამიანი მადანაშაულებს, რომელიც მოვლენებს შორიდან აკვირდება და, შესაძლოა, ნაკრების თამაშებზეც არ დადის. ასეთი დილეტანტების მოსაზრებები არ მაინტერესებს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.