ქართველმა წყალბურთელებმა უნივერსიადის ბრინჯაოს მედალი შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველმა წყალბურთელებმა უნივერსიადის ბრინჯაოს მედალი შოვში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ჩინეთში ჩატარებულ მსოფლიო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ეს გამარჯვება შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა:

შოვში დაღუპულთა ხსოვნას, საქართველოს დასაცავად ომში დაღუპული გმირების ხსოვნას ვუძღვნით ჩვენს გამარჯვებას. მსოფლიოს უნივერსიადაზე სამეულში შევედით“.

შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა (რომელიც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული) ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 12:7 დაამარცხა.