ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა #1TVSPORT

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 15:10 დაამარცხა და ტურნირზე მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება.

მატჩის პირველი და მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედში საქართველომ 2:3 წააგო, თუმცა შეხვედრის უკანასკნელი მეოთხედი სრულად ჩვენი ეროვნული გუნდის უპირატესობით წარიმართა.

გადამწყვეტი რვა წუთი ქართველმა წყალბურთელებმა 7:1 მოიგეს და საბოლოო ანგარიში 15:10 დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის პირველია გერმანიის წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრების მეტოქემ, საფრანგეთმა მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდები დამაჯერებლად, 16:9 დაამარცხა.