ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის შეხვედრა საფრანგეთთან 6:12 წააგო და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა.

მატჩი ფრანგი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა. მათ პირველი ტაიმი 5:2 მოიგეს. მესამე მეოთხედში ქართველმა წყალბურთელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენა ვერ შეამცირეს. მეოთხე მეოთხედი კი სრულად საფრანგეთის ნაკრების სცენარით მიმდინარეობდა – 4:1.

2023 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა წააგო, შემდეგ მერვედფინალში რუმინეთთან დამარცხდა და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე ერთადერთი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ მოიგეს – 15:10.