„გორიცა“ ხორვატიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში დიდი სენსაციის ავტორი გახდა – გიორგი მჭედლიშვილის გუნდმა სეზონში პირველად მოიგო გასვლაზე და თან ქვეყნის ერთ-ერთი წამყვან კლუბ სპლიტის „ჰაიდუკთან“ – 2:0.
სტუმართა გამარჯვებაში თავისი როლი 26 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა შეასრულა – მჭედლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 27-ე წუთზე პირველი გოლი მისი გადაცემით გავიდა.
საერთოდაც, გიორგიმ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. მჭედლიშვილი გასულ სეზონში პირველი ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ამ მატჩის შემდეგ კი Nogometa lopta-მ ხორავტიის მთავარი ლიგის ტურის სიმბოლურში პირველად შეიყვანა.
„გორიცამ“ ოთხ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი ქულით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.