ქართველი ავტომრბოლელების ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მათ მონაწილეობა მიიღეს ავტო სლალომის სახეობაში და საპრიზო სამეულში შევიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიული წარმატებაა. ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო