საქართველოს დრიფტის სერიები 11 აპრილს დაიწყება #1TVSPORT
საქართველოს დრიფტის სერიები 11 აპრილს დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს დრიფტის სერიები 2021 წლის სეზონს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გახსნის. 11 აპრილს პირველ ეტაპში პრო2(PRO2) და პრო(PRO) ავტომრბოლელების უპრეცედენტო რაოდენობა – 51 დრიფტერი მონაწილეობს.

ორგანიზატორების მიერ მოეწყობა ორი განსხვავებული სირთულის სარბოლო ტრასა, სადაც არალიცენზირებული დრიფტერები პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული დრიფტერები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ასევე სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყობა ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა, სადაც მაყურებელბს შეეძლებათ მათი ახლოს გაცნობა და ფოტების გადაღება.

ღონისძიება 11 აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მაყურებლები მხოლოდ პირბადითა და დისტანციის დაცვით დაიშვებიან.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევულდ მელაძე მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზატორებმა დააწესეს გრანდიოზული პრიზი პირველი და მეორე ეტაპის ორი გამარჯვებული დრიფტერისთვის. ისინი შეუერთდებიან „ევროპის ჩემპიონატი დრიფტში“ (European Drift Championship).

წყარო – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია