ქართველების უკრაინელი თანაგუნდელი - რუსეთი თავს დაგვესხა და იქ როგორ ვითამაშებ?!
ქართველების უკრაინელი თანაგუნდელი - რუსეთი თავს დაგვესხა და იქ როგორ ვითამაშებ?!

ბელგიური „გენტის“ უკრაინელმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთის ჩემპიონატში არ ითამაშებს – გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელმა მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია დაასახელა.

„ვითარება ასეთია. რუსეთი თავს დაგვესხა, ყირიმი წაგვართვა, დონბასი კი ჩვენთვის რუსეთის გამო დახურულია. როგორ შემიძლია იქ წავიდე და ხალხს სიხარულის მივანიჭო? ეს არის ჩემი პოზიცია. ამას არ გავაკეთებდი. მაგრამ ამ თემას ბოლო დროს პიარისთვის იყენებენ. ყველა ამბობს: რომ რუსეთში არ წავა, ვინც არ უნდა მიიწვიოს. შემდეგ ყველა აქებს, მაგარი ბიჭიაო. მე კი ადრეც ასე ვფიქრობდი, რომ ფულის შოვნა სხვაგანაც შეიძლება“, – განაცხადა ბეზუსმა გამოცემა „ტრიბუნასთან“.

ბოლო სეზონში, 29 წლის ბეზუსმა მონაწილეობა მიიღო ბელგიის ჩემპიონატის 21 მატჩში, 7 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ტურნირი ამჟამად ​კოროვირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.