ჟურნალისტი საშა ტავოლიერი - ჩაკვეტაძე „მეცში“ აღარ წავა, „უოტფორდში“ ითამაშებს, „გენტთან“ შეთანხმება მიღწეულია #1TVSPORT
ჟურნალისტი საშა ტავოლიერი - ჩაკვეტაძე „მეცში“ აღარ წავა, „უოტფორდში“ ითამაშებს, „გენტთან“ შეთანხმება მიღწეულია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ იჯარით გადავიდეს – ინფორმაციას ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს.

„გორგი ჩაკვეტაძის „მეცში“ ტრანსფერი ფრანგული გუნდის ტექნიკური შტაბის ყოყმანის გამო ჩაიშალა. შემტევმა ნახევარმცველმა ინგლისში, „უოტფორდში“ გადაწყვიტა თამაში, ხელშეკრულება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივას ითვალისწინებს. „გენტთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ქართველი ლონდონშია და მომავალ სეზონში ჩემპიონშიფის გუნდში ითამაშებს“, – ამტკიცებს ტავალიერი.

ამასთან დაკავშირებით ინგლისურმა გამოცემა the72.co.uk-მა წერილი გამოაქვეყნა.

„გენტის“ ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ იჯარით გადასვლა გადაწყვიტა. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ამჟამად ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, მაგრამ გასული სეზონი იჯარით სლოვაკეთის ჩემპიონატში, ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 25 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ნახევარმცველის გადასვლას „მეცში“ ელოდნენ, მაგრამ ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ თამაში გადაწყვიტა. კლუბებს შორის გარიგება ოფციონის წესით გაფორმდება – სეზონის ბოლოს „უოტფორდი“ ტრანსფერის გამოსყიდვას შეძლებს, კონტრაქტი კი უკვე გაფორმებულია.

ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. მან „გენტში“ 81 მატჩში რვა გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს ინგლისური გამოცემა.