კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილა“ „გენტისა“ და „პოგონის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში „დილა“ „გენტისა“ და „პოგონის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება #1TVSPORT

უეფა-ს ოფისში, ნიონში კონფერენს ლიგის პლეი ოფის მატჩების წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, ვინ შეიძლება შეხვდეს გორის „დილას“, თუ მესამე ეტაპი დაძლია.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდრეი დემჩენკოს გუნდი კვიპროსის „აპოელს“ შეხვდება, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.

გორის „დილას“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი პირველ მატჩს 10 აგვისტოს არა გორში, არამედ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს კვიპროსში ჩატარდება.

კვიპროსული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, პლეი ოფში ევროთასებზე დარჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის მეტოქე ბელგიური „გენტისა“ და პოლონური „პოგონის“ წყვილში გამარჯვებული იქნება.

პლეი ოფის პირველ მატჩს 24 აგვისტოს „დილა“ – „აპოელს“ შორის მოგებული გუნდი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრას 31 აგვისტოს – „გენტი“ – „პოგონის“ დუელში გამარჯვებული.