ნდობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება - ჩაკვეტაძით ნიდერლანდური კლუბი დაინტერესდა #1TVSPORT
ნდობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება - ჩაკვეტაძით ნიდერლანდური კლუბი დაინტერესდა #1TVSPORT

მენეჯერი ლაშა ოდილაძე, რომელიც უნგრეთში საქმიანობს, საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის იჯარაზე „გენტი“ მოლაპარაკებას ნიდერლანდურ კლუბთან აწარმოებს.

„ჩემი ინფორმაციით, გიორგის თაობაზე მოლაპარაკება ნიდერლანდურ კლუბთან მიმდინარეობს. გიორგის ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. უბრალოდ, საამისოდ ნდობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მიხარია, რომ სანიოლმა ნაკრებში მიიწვია და ამით ნდობა გამოავლინა, რაც ახლა გიორგის ძალიან სჭირდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძე.

იანვარში „ჰამბურგში“ იჯარით გადასული 22 წლის ქართველი ლეგიონერი გერმანულ გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა. მან მეორე ბუნდესლიგაში ათი მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გიორგი ჩაკვეტაძის იჯარა „გენტს“ ეკუთვნის, რომელთანაც 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის კონტრაქტი 2023 წელს მთავარდება, მაგრამ ბელგიური გუნდი სამომავლო მონახაზში ქართველის ადგილს ვერ ხედავს და თავად ჩაკვეტაძესაც ბელგიურ გუნდში დაბრუნება არ სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება „დინამო თბილისი“ გეგმავს.