„ბილდი“ - ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“ არ დარჩება #1TVSPORT
„ბილდი“ - ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“ არ დარჩება #1TVSPORT

„ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძის იჯარაზე გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი მეორე ბუნდესლიგის გუნდში აღარ დარჩება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

ჩაკვეტაძეს „ჰამბურგში“ მომავალი არ აქვს

„ჰამბურგის“ „რეგენსბურთან“ (4:2) შეხვედრაში მწვრთნელის, ტიმ ვალტერის (46) შეცვლებმა გასაგები გახადა, კლუბის ხელმძღვანელები ახალი სეზონისთვის რას გეგმავენ. გიორგი ჩაკვეტაძეს, მანუელ ვინცჰაიმერს და იან გემერახს არ უთამაშიათ. მათთვის „ჰამბურგში“ კარიერა ზაფხულში დასრულდა, ისევე როგორც მიკელ კაუფმანის, რომელიც იჯარის შემდეგ „კოპენჰაგენში“ დაბრუნდება და ფარიდ ალიდი, რომელიც „ფრანკფურტში“გადავა.

მიუხედავად „პადერბორნთან“ გატანილი გოლისა (1:2), ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ 52 წუთი ითამაშა. „გენტიდან“ იჯარით დამატებულმა ქართველმა ზამთრის ტრანსფერის შემდეგ თავდაპირველად კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ცხადია, რომ ის „ჰამბურგში“ თამაშის არ გააგრძელებს“,- წერს „ბილდი“.

გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, ზამთარში კი იჯარით „ჰამბურგში“ გაუშვეს. ბელგიელები სოლიდურ თანხას ითხოვენ, რასაც ახლა გერმანული კლუბი ვერ გადაიხდის.