უცხოეთში მიმოფანტულმა ქართულმა ლეგიონმა მორიგი შეხვერები გამართეს. შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში ოთარ კაკაბაძის „ლუცერნმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ლუგანოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც იბრაჰიმა ნდიაიემ ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემით ისარგებლა. საქართველოს ნაკრების მცველმა „ლუცერნის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მისმა საგოლემ გუნდს ვერ უშველა. „ლუცერნი“ 15 ქულით მეშვიდე ადგილზეა, როდესაც მეოთხეზე დაწინაურება შეეძლო.
შვედეთის „ალსვენსკანის“ ბოლო ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ „ოსტერსუნდი“ 7:1 გაანადგურა. საქართველოს ნაკრებსი ნახევარმცველმა 82-ე წუთზე ჯარიმა შეასრულა და მისმა თანაგუნდელმა მეტოქის კარი მეხუთედ აიღო. „გიოტებორგმა“ 48 ქულით სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ხოლო ხარაიშვილის ანგარიშზე 28 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის მერვე ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ შინ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ 4:0 დაამარცხა. ფამაგუსტელთაგან 53-ე წუთზე მეორე გოლი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა, რომელმაც ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა და 68-ე წუთზე შეცვალეს. „ანორთოსისში“ შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო ბუბა დაუშვილი მეოდანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ოქრიაშვილი კი ტრავმირებულია და არ უთამაშია. „ანორთოსისი“ 17 ქულით გათამაშების ლიდერია და ორი ქულით უსწრებს ნიქოზიას „ომონიას“.
დავით ვოლკოვმა ვაზერბაიჯანის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „გაბალა“ „საბაჰს“ მასპინძლობდა და 43-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ქართველმა თავდამსხმელმა სტუმართა კარი ფლანგური გადაცემის შემდეგ აიღო. თუმცა, მისმა გუნდმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა. ვოლკოვმა, ისევე როგორც მერაბ გიგაურმა, შეუცვლელად ითამაშა. 10 ტურის შემდეგ „გაბალამ“ მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და ბოლო, მერვე ადგილზეა.