ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო კავშირი ღონისძიებაზე ქართულ ჭიდაობასაც წარმოადგენს
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო კავშირი ღონისძიებაზე ქართულ ჭიდაობასაც წარმოადგენს
„მინდა მივულოცო ონისე ბუღაძეს – საქართველოს აბსოლუტური ფალავანის წოდებისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა გაიმართა, ფინალში ღირსეული მოჭიდავეები გავიდნენ და უძლიერესმა გაიმარჯვა“ – ასე შეაფასა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა დასრულებულო ფალავნობა 2019-ის შედეგები.
მან ტურნირის ორგინიზაციულ მხარეზეც ილაპარაკა: „ყოველ წელს წინ მივდივართ, საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას უფრო დახვეწილად და მაღალ დონეზე ვატარებთ. წელსაც ყველამ ნახა, ტურნირი როგორ კარგად იყო ორგანიზებული“.
შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების და ქართული ანბანის შემდეგ, მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ჭიდაობაც გააწევრიანა.
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, სახეობის პოპულარიზაციისთვის 2020 წელს მნიშნელოვანი ნაბიჯები დაიგეგმა.
„იუნესკოს შემდეგ, ქართული ჭიდაობა წელს, 29 აგვისტოს, საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო კავშირმაც აღიარა. ეს დიდი აღიარება და წარმატებაა. მომავალი წლიდან საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო კავშირი ღონისძიებას რამდენიმე ქვეყანაში მართავს, სადაც ქართულ ჭიდაობაც იქნება წარმოდგენილი. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ პოპულარიზაციის მიზნით, მომავალ წელს ქართული ჭიდაობის ფესტივალი გავმართოთ“ – აცხადებს გელა ბერუაშვილი.