ქალთა თასის ფინალი 26 მარტს ქუთაისში გაიმართება - ხობის „კოლხეთი“ „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა თასის გადადებული, 2021 წლის სეზონის ფინალური მატჩის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია. გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 26 მარტს უმასპინძლებს.
საქართველოს ქალთა თასის ფინალში „ლანჩხუთი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდებიან. თბილისში, სფფ ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, თბილისის „ნიკე“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა და დამატებით დროში 0:2 დამარცხდა. მატჩი გურულების სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ შეხვედრის ძირითადი დრო და პირველი დამატებითი ტაიმი 0:0 დასრულდა. „ლანჩხუთი“ მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში, 107-ე წუთზე მეგი გოცირიძის გოლით დაწინაურდა. 4 წუთში, საქართველოს ქალთა ლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ „ნიკეს“ კარი მეორედ აიღო – საბოლოოდ, „ლანჩხუთმა“ 2:0 მოიგო და ფინალში გავიდა.
მეორე ნახევარფინალი შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი „ფენიქსი“ ქალთა ლიგის ბრინჯაოსმედალოსან ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ „კოლხეთი“, 4:0-ს იგებდა. ზუგდიდელთა კარი ანა წულაიამ (17, 43), თამუნა თავდიშვილმა (24) და სალომე თოდუამ (44) აიღეს. მეორე ნახევარში ხობელებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს. დუბლი თამარ სვანიძის (54, 76), ანგარიშზეა. საბოლოოდ „კოლხეთმა“ 6:0 გაიმარჯვა და საქართველოს ქალთა თასის ფინალშია.
2021 წლის საქართველოს ქალთა თასის გადადებული ფინალურ მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 26 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება – მატჩზე დასწრება თავისუფალია.