„კოლხეთი“ ხორვატიაში ემზადება - ხობელები „მაკედონიას“ დაუზავდნენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული ხობის „კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის ხორვატიაში ემზადება.
გუნდი საკურორტო ქალაქ მედულინში იმყოფება და მონაწილეობას იღებს ARENA CUP 2023-ზე, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი მეცხრედ ატარებს. წელს ტურნირში 6 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: ხორვატიის გარდა, არიან გუნდები სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, საქართველოდან, მონტენეგროდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან – „შიბენიკი“, „მაკედონია“, „რადნიჩკი“, „ისტრა 1961“, ზაგრების „ლოკომოტივი“, ტივატის „არსენალი“ და „დოლნი კუბინი“.
ხობის „კოლხეთი“ პირველ ტურში „მაკედონიას“ დაუპირისპირდა, მატჩი 0:0 დაასრულდა. ხობელები 9 იანვარს მონტენეგროს პირველი ლიგის წარმომადგენელს, ტივატის „არსენალს“ ეთამაშებიან.