„სამგურალმა“ ამხანაგურ მატჩში რვა გოლი გაიტანა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ამხანაგურ მატჩში რვა გოლი გაიტანა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, ხობის „კოლხეთთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და 8:1 დაამარცხა.

გიორგი ჭელიძის გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში წელს დაწინაურებულ „კოლხეთთან“ პირველი ტაიმი 1:1 დაასრულა და ასეთ შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა. ხობელთა კაპიტანს, გიორგი ჭედიას 44-ე წუთზე თავისი გუნდის დაწინაურების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ პენალტით ვერ ისარგებლა.

მეორე ტაიმი კი „სამგურალის“ სრული უპირატესობით წარიმართა და მეტოქეს შვიდი გოლი გაუტანა. წყალტუბოს გუნდიდან პოკერი შეასრულა სერგო კუხიანიძემ. თითო-თითო გოლი გაიტანეს ნიკა კალანდარიშვილმა, შალვა ბურჯანაძემ, ტაიკი კაგაიამამ და ლადო ჩიხრაძემ.

„სამგურალი“ – „კოლხეთი“ ხობი (8:1, 1:1)

გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (20), 1:1 ამბროლაძე (32.), 2:1 კუხიანიძე (49), 3:1 კუხიანიძე (54), 4:1 კუხიანიძე (58), 5:1 ბურჯანაძე (64), 6:1 კაგაიამა (68), 7:1 კუხიანიძე (72), 8:1 ჩიხრაძე (89)

გამოუყენებელი პენალტი (44. ჭედია)