„სამგურალმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, გუნდმა ხობის „კოლხეთთან“ საკონტროლო შეხვედრა გამართა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

„სამგურალის“ სამი ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე, ნიკა ხორხელი და ნოდარ ყალიჩავა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. მათ არყოფნაში, გუნდის მთავარმა მწრთნელმა გიორგი ჭელიძემ „კოლხეთთან“ „სამგურალი 2“- ის რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი თოფურიამ დუბლი შეასრულა. თავი ასევე გამოიჩინეს მურთაზ სანებლიძემ და ტაიკი კაგაიამამ. „სამგურალის“ რიგებში პირველად ითამაშეს ახალწვეულებმა, ბექა დარცმელიამ და ხორვატმა ბარტულ მარკოვინამ – ისინი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ.

„სამგურალი“ – „კოლხეთი“ (ხობი) 4:0️

გოლები: 1:0 თოფურია, 2:0 კაგაიამა, 3:0 სანებლიძე, 4:0 თოფურია.

„სამგურალი“: შოვნაძე, კიკაბიძე, პატარკაციშვილი, ქარიმოვი, ბული, ჯუდ არტური, ჩიხლაძე, ჯეფინიო, თოფურია, კაგაიამა, გოლეთიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ლომაია, ტ. ბურჯანაძე, მარკოვინა, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, დარცმელია, სანებლიძე, თოფურია, ლ. ხორხელი, ჩხაბერიძე, ნიქაბაძე.