ქალთა შორის „ზამთრის თასის“ პირველი გათამაშება დაიწყო #1TVSPORT
ქალთა შორის „ზამთრის თასის“ პირველი გათამაშება დაიწყო #1TVSPORT

თბილისსა და ქუთაისში ქალთა ახალი საფეხბურთო ტურნირი „ზამთრის თასი“ დაიწყო. მთავარი პრიზისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში გადანაწილებული 16 გუნდი იბრძვის. მათ შორის 7 გუნდი 2023 წლის სეზონში ქალთა საფეხბურთო ლიგაში იასპარეზებს, დანარჩენი კი ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელია.

აღმოსავლეთ საქართველოს ზონის თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის მანძილზე გაიმართა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ზონის თამაშები – ქუთაისში, სპორტის სასახლეში. 1/8-ფინალური მატჩები უკვე გაიმართა. თითოეულ ზონაში გამოვლინდა 4-4 გამარჯვებული, რომლებიც 1/4-ფინალში ითამაშებენ.

ქალთა შორის „ზამთრის თასის“ გათამაშება ოლიმპიური სისტემით ტარდება და მომდევნო ეტაპზე გასასვლელი გუნდების ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში ირკვევა. შესაბამისად, მეორე ტურში, რომელიც 21 და 23 თებერვალს ზონალური დაყოფით კვლავ თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

აღმოსავლეთ საქართველო

12:00 „დინამო სოხუმი“ – „კვარტალი“

14:00 „ეძანი“ – „სამეგრელო“

თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 თებერვალს გაიმართება.

დასავლეთ საქართველო

15:00 „რაჭა 2020“ – „ბათუმი”

17:00 „ფენიქსი“ – „მართვე“

მატჩები ქუთაისის სპორტის სასახლეში 23 თებერვალს ჩატარდება.